ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი

დრეზდენიდან ჩამოტანილი სასადილო ჭურჭელი.

ამ ოთახში განთავსებული იყო ნიკო ნიკოლაძის ბიბლიოთეკა, რომლის წიგნების ფონდით აღფრთოვანებული ყოფილან მისი ოჯახის სახელგანთქმული სტუმრებიც კი. 20-იან წლებში ნიკოლაძის ეს უმდიდრესი ბიბლიოთეკა ბოლშევიკებმა თითქმის გაანადგურეს. მხოლოდ მცირედი ნაწილის გადარჩენა მოხერხდა და დღეს დაცული გახლავთ თბილისის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

ზინგერის ფირმის საკერავი მანქანა, ერთ-ერთი პირველი გამოშვება.

ნიკო ნიკოლაძემ მონაწილეობა მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებაში 1918 წელს. არსებობს ჰიპოთეზა ,რომ მან შეადგინა დამოუკიდებლობის დეკლარაცია. ნიკო ნიკოლაძე არჩეული იყო დამფუძნებელ კრებაში,როგორც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი.

გიორგი ნიკოლაძე იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში ალპინიზმის, როგორც დარგის ფუძემდებელი.

ლონდონიდან ჩამოტანილი სამუშაო მაგიდა

1860-იანი წლების პირველ ნახევარში ნიკოლაძე , როგორც პუბლიცისტი და ჟურნალისტი თანამშრომლობდა ნ.ჩერნიშევსკის ჟურნალ,,სოვრემენიკში, აგრთვე ,,ნაროდნოე ბოგატსტვოში" ,,ისკრაში" და სხვა

1881 წელს ნიკო ნიკოლაძემ გაიცნო მარსელ დეპრე ,რომელმაც გამოიგონა შორ მანძილზე წვრილი კაბელების საშუალებით ელექტროდენის გადაცემის პრინციპი.ნიკომ დაარწმუნა როტშილდები დაეფინასებინათ ეს პროექტი. ამრიგად მან წვლილი შეიტანა პარიზის ელექტროფიცირებაში. ნიკოლაძის სახელთანაა დაკავშირებული პირველი ელექტროფიცირებული ქალაქი საქართველოში - ფოთი, პირველი ჰესი - მდ.კაპარჭინაძე, ასევე ენგურჰესის იდეა და პროექტი.

საჯინიბო-თავლა

1894 -1912 წლებში ნიკო ნიკოლაძე რამდენჯერმე აირჩიეს ფოთის თავად. მისი ხელმძღვანელობით აიგო თანამედროვე ფოთი და ფოთის პორტი.

ფერადი ვიტრინა ინიციალებით. ო.ნ. - ოლგა და ნიკო

ჭადრაკის მაგიდა

1864 -1868 წლებში ნიკო ნიკოლაძე უმაღლეს განათლებას იღებდა პარიზში ,,სორბონას" უნივერსიტეტში, შემდეგ კი - შვეიცარიაში , ჟენევასა და ციურიხში. 1868 წელს მან დაიცვა დერტაცია თემაზე : ,,განიარაღება და მისი ეკონომიკურ-სოციალური შედეგები. მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი

1887 წლიდან ნიკო ნიკოლაძე გამოსცემდა ოპოზიციურ-დემოკრატიულ გაზეთს „Новое Обозрение“.

დავით გურამიშვილი ნიკო ნიკოლაძის ცოლის ძმა, რომლის სახის მიხედვითაც მიხაი ზიჩმა ტარიელის პროტოტიპი შექმნა.

ნიკო ნიკოლაძის სახლში დიდ ჯიხაიშში გამოიყენებოდა ინოვაციური ე.წ. ცენტრალური გათბობის პრინციპი.

ნიკო ნიკოლაძის უმცროსი შვილი, ფიზიოლოგი, ცნობილი ქართველი ტანმოვარჯიშე თამარ ნიკოლაძე.

პონის ეტლი

პირველი არალეგალური ქართული გაზეთი, რომელიც ნიკო ნიკოლაძემ მაშინ მოწინავე ბეჭდვის ტექნოლოგიით, ჰექტოგრაფზე დაბეჭდა.

ნიკო ნიკოლაძემ ქალაქი ფოთის დაგეგმარების დროს გამოიყენა პარიზის ქალაქგეგმარებითი რუკა. ქალაქის ცენტრში ააგო ბეტონის პირველი ნაგებობა საქართველოში, აია-სოფიას ზუსტი ასლი, ფოთის კათედრალი. ქალაქს მისცა მზისებრი ფორმა. ფოთის თორმეტივე ქუჩა უერთდებოდა ტაძარს.

ამ საწოლზე დიდ ჯიხაიშში 1888 წელს დაიბადა გიორგი ნიკოლაძე და 1928 წელს ქ.თბილისში გარდაიცვალა ნიკო ნიკოლაძე.

ამერიკული წარმოების საბეჭდი მანქანა, რომელსაც ერთდროულად ორ სხვადასხვა შრიფტზე შეეძლო მუშაობა. იგი ნიკოლაძემ პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე შეიძინა.

ნიკო ნიკოლაძის სახლში დიდ ჯიხაიშში გამოიყენებოდა ინოვაციური ე.წ. ცენტრალური გათბობის პრინციპი.

ნიკო ნიკოლაძის ბიუსტი. ავტორი ვლადიმერ (დუტუ) ჩხეიძე.

ნიკო ნიკოლაძის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოს ტერიტორიის გავლით ევროპის ნავთობით მომარაგების იდეა. მან შეიმუშავა ორი ნავთობსადენის პროექტი.

ბარომეტრი

ნიკო ნიკოლაძის კაბინეტი

ნიკო ნიკოლაძის სიძე, აკადემიკოსი ნიკო მუსხელიშვილი.

ნიკო ნიკოლაძის თანამშრომლობა პერიოდულ პრესაში 40 ჟურნალ-გაზეთს მოიცავდა.

სარეცხი მანქანა

ნიკო ნიკოლაძის სახლში დიდ ჯიხაიშში გამოიყენებოდა ინოვაციური ე.წ. ცენტრალური გათბობის პრინციპი.

ნიკო ნიკოლაძე 80 წლის ასაკში. სურათი შესრულებულია ცნობილი მხატვრის, გაბაშვილის მიერ.

ბერლინიდან ჩამოტანილი საანგარიშო

თერმომეტრი

ნიკო ნიკოლაძის შვილი, დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწე და სპორტსმენი გიორგი ნიკოლაძე.

ნიკო ნიკოლაძის დისერტაცია

ნიკო ნიკოლაძის ქანდაკება ქ.ფოთში. ავტორი დიდ ჯიხაიშელი მოქანდაკე ვლადიმერ ჩხეიძე.

მარცხნიდან მარჯვნივ - ნიკო ნიკოლაძე, ოლგა გურამიშვილი, თამარ ნიკოლაძე, გიორგი ნიკოლაძე, რუსუდან ნიკოლაძე.

ნიკო ნიკოლაძის სახლში დიდ ჯიხაიშში გამოიყენებოდა ინოვაციური ე.წ. ცენტრალური გათბობის პრინციპი.

მაცივარი

1928 წლის პირველ აპრილს დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწე, ნიკო ნიკოლაძე 84 წლისა გარდაიცვალა. იგი დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში თავისი მეგობრის, აკაკი წერეთელის მახლობლად.

პირველი ქარის ძრავა რუსეთის იმპერიაში. აიგო 1910 წელს

ნიკო ნიკოლაძე და-ძმასთან ერთად. მისი დები ეკატერიანე და ოლიმპიადა ნიკოლაძეები იყვნენ იმ ქალთა შორის, რომლებმაც პირველებმა მიიღეს ევროპაში საუნივერსიტეტო განათლება.

1924 წელს ზაჰესის მშენებელი იყო საქართველოში პირველი ჰიდროელექტროინჟინერი, ნიკო ნიკოლაძის დისშვილი - ბესარიონ ჭიჭინაძე. ამ ჰესის მშენებლობაზე ნიკო ნიკოლაძე, როგორც ენერგეტიკის საკითხის მცოდნე, კონსულტანტად მუშაობდა.

საათი, რომელიც ნიკო ნიკოლაძემ თავის მეუღლეს, ოლგა გურამიშვილს ქორწინების დღეს აჩუქა.

1878 წელს ნიკო ნიკოლაძის რედაქტორობით გამოდიოდა ცნობილი ოპოზიციურ-დემოკრატიული გამოცემა "ობზორი", რისთვისაც ნიკო ნიკოლაძე ხელისუფლებამ სამართალში მისცა.

პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ნიკოლაძე 1861 წელს გახდა. იმავე წელს იგი სხვა სტუდენტებთან ერთად მეფის ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლებში მონაწილეობისთვის დააპატიმრეს. 17 წლის ნიკოლაძე სამ თვეში გაანთავისუფლეს საპყრობილედან, მაგრამ ე. წ. მგლის ბილეთით გარიცხეს უნივერსიტიდან. ნიკოლაძე საინტერესო პოლიტიკურ-სოციალური ცვლილებების მოლოდინში ინკოგნიტოდ ცხოვრობდა პეტერბურგში, მიუხედავად აკრძალვისა.

ნიკო ნიკოლაძის შვილი, პროფესორი რუსუდან ნიკოლაძე.

ნიკო ნიკოლაძემ პირველმა გამოიყენა ბეტონი,როგორც მასალა მშენებლობაში ,როგორც ფოთში ისე სხვაგანაც, მათ შორის დიდ ჯიხაიშშიც.

ჩაის სამოვარი მაგიდითურთ.

ჭაჭის პრესი

დაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჯიხაიში, სამტრედიის რაიონი.დაამთავრა პეტერბურგის ტექნოლოგიური ინსტიტუტი 1913 წელს.1913–1916წწ. მუშაობდა ტულა–კოსაია–გორას თუჯის, იუზოვკის(დონეცკი) მეტალურგიულ ქარხნებში; 1916–1918წწ. ენაკიევოს მეტალურგიულ ქარხანაში; 1918 წელს დაბრუნდა საქართველოში; იგი მიიწვიეს მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროში ინჟინერ–მეტალურგად; 1929–1930წწ. თბილისში(დიდუბეში) მისი ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით აშენდა ფეროშენადნობთა სადნობი საცდელი ღუმელი, რომელზედაც ჩატარებული ცდების შედეგები საფუძვლად დაედო ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მუშაობას; მნიშვნელოვანი შედეგები აქვს მათემატიკაშიც; 1927 წელს დაამუშავა ალგებრული წილების ალგებრული სისტემების თეორია; მან დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში სპორტის პოპულარიზაციის საქმეში; 1908 წელს წარმატებით გამოვიდა ტანმოვარჯიშეთა შეხვედრაზე ბულგარეთში; 1912 წელს პეტერბურგის გუნდ "სოკოლის" შემადგენლობაში იყო და მონაწილეობა მიიღო მე–6 მსოფლიო შეკრებაზე პრაღაში; 1923 წლის 28 აგვისტოს მოაწყო ალპინისტური ასვლა მყინვარწვერზე, რამაც დასაბამი მისცა ალპინიზმს ყოფილ სსრკ–ში; შექმნა პირველი ქართული სახემძღვანელო – "დიფერენციალური გეომეტრიის ელემენტები" (1934); მისი ხელმძღვანელობით გამოიცა პირველი ქართული სახელმძღვანელოები ტანვარჯიშში; ტექნიკურ დარგში საუკეთესო მეცნიერული ნაშრომისათვის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ დააარსა გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემია (1973); ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მექანიკა–მათემატიკის ფაკულტეტზე, დაწესებულია გ. ნიკოლაძის სახელობის სტიპენდია; ამავე უნივერსიტეტში არის მისი სახელობის გეომეტრიის კაბინეტი. დისერტაცია დაიცვა სორბონში, 1928 წელს

ვენური ლამფა

ნიკო ნიკოლაძის სახლში დიდ ჯიხაიშში გამოიყენებოდა ინოვაციური ე.წ. ცენტრალური გათბობის პრინციპი.

გიორგი ნიკოლაძემ 20-იან წლებში გამოიგონა პირველი ქართული გამომთვლელი მანქანა, ელექტრული არითმომეტრი.

ნიკო ნიკოლაძე და მისი მეუღლე ოლგა გურამიშვილი. ოლგა გურამიშვილს უმაღლესი განათლება მიღებული ჰქონდა შვეიცარიაში. იგი თავისი დროისთვის ძალზედ განათლებული ქალბატონი ყოფილა.

ნიკო ნიკოლაძე პირველი ქართველია ევროპული საუნივერსიტეტო განათლებით. 1864-1868 წლებში ევროპაში გაემგზავრა უმაღლესი განათლების მისაღებად. ამ პერიოდში ნიკოლაძე აქტიურად თანამშრომლობდა გაზეთ ,,კოლოკოლში"

ბერლინიდან ჩამოტანილი საფანქრე

ნიკო ნიკოლაძის სიძე, პროფესორი მიხეილ პოლიექტოვი.

საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ნიკო ნიკოლაძის შვილთაშვილია.

ნიკოს ხელჯოხი

ნიკო ნიკოლაძეს წესად ჰქონდა, ევროპაში მოღვაწეობის დროს ორი ქუდი შეეძინა. ერთი თავისთვის, მეორე კი ილია ჭავჭავაძისთვის.

გიორგი ნიკოლაძის სახელობის მწვერვალი პამირი.

გიორგი ნიკოლაძის თაოსნობით საქართველოში დაარსებულ იქნა ტანმოვარჯიშეთა საზოგადოება "შევარდენი", რომლის დევიზად გიორგი ნიკოლაძემ გამოიყენა სიტყვები "გუშაგობ ერს! მარად!" როდესაც დედა-შვილი, ოლგა და გიორგი ერთად იმყოფებოდნენ, დილის ვარჯიშის შემდეგ გიორგი წარსდგებოდა დედის წინაშე. დედა მიუგებდა - "გუშაგო ერის", შვილის პასუხი გახლდათ - "მარად!"

,,აკაკის სკამი".

1872 წელს ნიკო ნიკოლაძის თაოსნობით გაიყვანეს პრველი რკინიგზა ამიერკავკასიაში - ფოთი-თბილისისა, რისთვისაც ნიკოლაძე ბუნგე-პალაშკოვსკის ფირმამ ოქროს ჟეტონით დააჟილდოვა. შემდეგ წლებში დაიგო რკინიგზის სხვა მაგისტრალებიც. მე-19 საუკუნის 70-იან წლებში ნიკო ნიკოლაძის მესვეურობით დაფუძნდა პირველი ქართული სააქციო საზოგადოება ,,ნახშირა".

ნიკო ნიკოლაძის პუბლიცისტიკა გამოცემულია ამჟამად 9 ტომეულის სახით. ნიკომ 5 უცხოური ენა იცოდა და თავის შრომებს იგი ქმნიდა ქართულ, რუსულ და ფრანგულ ენებზე. ნიკო ნიკოლაძის ნააზრევის უდიდესი ნაწილი კვლავაც აქტუალურია.

იაკობ ნიკოლაძე - ბიზნესმენი და ელისაბედ ლორთქიფანიძე - დიდ ჯიხაიშელი აზნაურის შვილი

ნიკო ნიკოლაძის შვილიშვილი, ფიზიკოსი, დოცენტი ნიკი პოლიექტოვი.

ნიკო ნიკოლაძის უკანასკნელი ხელნაწერი, რომელიც მან როგორც მისალოცი ბარათი პირველ ქართულ უნივერსიტეტს გაუგზავნა 1928 წელს!

1869 წლიდან ნიკო ნიკოლაძის ირგვლივ თავს იყრის პროგრესული იდეებით განწყობილი საზოგადოება, რომლებიც, ჩვენს ისტორიაში, ცნობილნი არიან, როგორც მეორე დასი.

გიორგი ნიკოლაძის დისერტაცია, რომელიც დაიცვა სორბონის უნივერსიტეტში 1928 წელს.

ნიკოსეული დივან-სავარძელი

ნიკო ნიკოლაძის ატესტატი

ბერლინიდან ჩამოტანილი ჭადრაკის ისტორიული მაგიდა.

ნიკო ნიკოლაძემ რუსეთის საფინანსო ისტორიაში პირველმა გამოიყენა ფასიანი ქაღალდი, ფულადი ობლიგაცია, 3%-იანი, 1,400,000 მანეთის ღირებულების.

ნარდის მაგიდა

დიდი ჯიხაიში ნიკო ნიკოლაძის დედულეთია.იგი აქ 1886 წელს ჩამოვიდა.მისი თაოსნობით არა ერთი პროექტი განხორციელდა დიდ ჯიხაიშში. სახლი, სადაც დღეს მუზეუმია მან გერმანელი არქიტექტორის ედმუნდ ფრიკის პროექტით ააგო 1909-1910 წლებში.

"ობზორის პროცესზე" ნიკო ნიკოლაძემ წარმოთქვა სიტყვა, რომელიც შევიდა ქართული მჭევრმეტყველების ოქროს ფონდში. მან ამ დროს გამოიყენა ახლადშემოღებული ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, მოიგო სამივე პროცესი, მაგრამ ხელისუფლებამ გაზეთი "ობზორი" მაინც დახურა, ხოლო ნიკო ნიკოლაძეს სამუდამო გადასახლება მიუსაჯა. თუმცა ეს სამუდამო გადასახლება მას მალევე შეეცვალა ხუთწლიანი გადასახლებით პეტერბურგში.

სექვოია

1931 წლის 5 თებერვალს გიორგი ნიკოლაძე 42 წლისა გარდაიცვალა. იგი დაკრძალულია თბილისში დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

სახლი გადახურული იყო მარსელიდან ჩამოტანილი კრამიტით. ამ უფანჯრო ოთახში გამჭვირვალე კრამიტი ასრულებს , როგორც ფანჯრის ასევე სახურავის ფუნქციას. ამ ოთახში ნიკოლაძეს მდიდარი ბიბლიოთეკა ჰქონდა განთავსებული.

ნიკო ნიკოლაძის შვილიშვილი, პროფესორი გურამ მუსხელიშვილი.

სასადილო ოთახი

ფერადი ვიტრინა ინიციალებით. ო.ნ. - ოლგა და ნიკო

გიორგი ნიკოლაძის სახელობის ქედი ხევსურეთში

ნიკო ნიკოლაძის თაოსნობით შესაძლებელი გახდა ქალთა პირველი ჯგუფის გაგზავნა ევროპაში უმაღლესი განათლების მისაღებად.

თივის პრესი

სახლი ქ. ქუთაისში, სადაც დაიბადა და გაიზარდა ნიკო ნიკოლაძე.